კრიშტიანუ რონალდუ „ოქროს ბურთის“ ხუთგზის მფლობელია
კრიშტიანუ რონალდუ „ოქროს ბურთის“ ხუთგზის მფლობელია

მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ 2017 წლის შედეგების მიხედვით ფრანგული გამოცემა “ფრანს ფუტბოლის” დაწესებული “ოქროს ბურთის” მფლობელი გახდა.

გამოკითხვაში 32 წლის პორტუგალიელმა 946 ქულა დააგროვა და გაუსწრო მეორე და მესამე ადგილებზე გასულ ლიონელ მესისა (“ბარსელონა”) და მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს ნეიმარს (“პარი სენ-ჟერმენი”).

ათეულში ასევე მოხვდნენ: 4. ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”), 5. ლუკა მოდრიჩი (“რეალი”), 6. სერხიო რამოსი (“რეალი”), 7. კილიან მბაპე (“პარი სენ-ჟერმენი”), 8. ნ’გოლო კანტე (“ჩელსი”), 9. რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”), 10. ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”).
რონალდუს “ოქროს ბურთი” მოპოვებული აქვს – 2008, 2013, 2014 და 2016 წლებში. აქამდე, ხუთჯერ ეს პრიზი მოგებული ჰქონდა ლიონელ მესის.

გასულ სეზონში რონალდუმ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთისა და უეფას სუპერთასი, აგრეთვე, გახდა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი და პორტუგალიის ნაკრებთან ერთად გავიდა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე.