კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსში“ გადავიდა
კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსში“ გადავიდა

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუ „რეალიდან“ „იუვენტუსში“ გადავიდა, – წერს მადრიდული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

გაზეთ Marca-ს მონაცემებით, ტრანსფერის ღირებულებამ 105 მილიონი ევრო შეადგინა.

შედარებისთვის, 2009 წელს, რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ „რეალში“ 93 მილიონ ევროდ გადავიდა. „იუვენტუსში“ ფორვარდის ხელფასი წელიწადში 30 მილიონი ევრო იქნება.

ცხრა წლის განმავლობაში, პორტუგალიელმა „რეალში“ 16 ტიტული მოიგო, მათ შორის, ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგა. ინდივიდუალური პრიზებიდან აღსანიშნავია ოთხი „ოქროს ბურთი“ და სამი „ოქროს ბუცი“. კრიშტიანუ გახდა „რეალის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 451 გოლით (438 მატჩში).

„რეალს“ სურს, მადლობა გადაუხადოს ფეხბურთელს, რომელიც საუკეთესო გახდა მსოფლიოში და აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოვლენა ჩვენი კლუბისა და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. მოპოვებული ტიტულებისა და პრიზების გარდა, კრიშტიანუ რონალდუ 9 წლის განმავლობაში იქცა თავდადების, შრომის, პასუხისმგებლობის, ნიჭისა და პროგრესის სიმბოლოდ“, – წერია „რეალის“ განცხადებაში.