კრიშტიანუ რონალდუ ისტორიაში პირველი ადამიანია, ვისაც ინსტაგრამში 150 მილიონი ხელმომწერი დაუგროვდა

11:09, 03.01.2019

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდის კრიშტიანუ რონალდუს „ინსტაგრამში“ ხელმომწერთა რაოდენობამ 150 მილიონ ადამიანს გადააჭარბა. 33 წლის პორტუგალიელი პირველი ადამიანია ისტორიაში, ვინც ამ ზღვარს გადააბიჯა.

„ინსტაგრამში“ ხელმომწერთა რაოდენობით მეორე-მესამე ადგილებზე პოპ-მომღერლები – სელენა გომესი (144.5 მილიონი) და არიანა გრანდე (141.3 მილიონი) არიან.

კრიშტიანუ რონალდუს გარდა, სპორტსმენებს შორის 100 მილიონზე მეტი ხელმომწერი „პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდ ნეიმარს (108.9 მილიონი) და „ბარსელონას“ თავდამსხმელ ლიონელ მესის (105.1 მილიონი) ჰყავთ.

მსგავსი