კრიშტიანუ რონალდუ - მე დავიმსახურე ოქროს ბურთი
კრიშტიანუ რონალდუ - მე დავიმსახურე ოქროს ბურთი

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდს, კრიშტიანუ რონალდუს მიაჩნია, რომ „ოქროს ბურთის“ მეექვსედ მოგების ღირსია.

„ბევრჯერ მითქვამს, რომ „ოქროს ბურთის“ მეექვსედ მოგება არ არის აკვიატებული იდეა. საერთოდ არ ვაყენებ საკითხს ასე. დღეს უკვე ცხადზე ცხადია, რომ მე ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელი ვარ. რა თქმა უნდა, მაქვს სურვილი მეექვსედ ავიღო „ოქროს ბურთი“. ტყუილი იქნება თუ ვიტყვი, რომ ეს არ მინდა. ვმუშაობ იმისთვის, რომ გავიტანო გოლები და მოვიგო მატჩები და, შესაბამისად, ვმუშაობ იმაზე, რომ ეს ჯილდო მოვიგო. მაგრამ აკვიატებული იდეა არ არსებობს. მიმაჩნია, რომ „ოქროს ბურთი“ დავიმსახურე – მოჰყავს რონალდუს სიტყვები France Football-ს.

კრიშტიანუს „ოქროს ბურთი“ მოგებული 2008, 2013, 2014, 2016 და 2017 წლებში აქვს. ბოლო 10 წლის განმავლობაში, ეს პრიზი მიღებული მხოლოდ ორ ფეხბურთელს – რონალდუსა და ლიონელ მესის (5-5-ჯერ) აქვს.