კრიშტიანუ რონალდუ - ჩემი და მესის ბრძოლა გრძელდება
კრიშტიანუ რონალდუ - ჩემი და მესის ბრძოლა გრძელდება

მადრიდის “რეალის” ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ “ოქროს ბურთის” მიღების შემდეგ, უახლოეს წლებში თავის გეგმებზე ისაუბრა.

„იმედი მაქვს, შევძლებ კიდევ რამდენიმე წელი უმაღლეს დონეზე თამაშს. ჩვენი ბრძოლა მესისთან გრძელდება. ჩვენი გუნდებისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. ვფიქრობ, ყველაფერი ლოგიკურად ხდება. ვნახოთ, რა იქნება მომავალში. ყველაფრით კმაყოფილი ვარ “რეალში”. ვისურვებდი მის რიგებში კარიერის დასრულებას, თუ ამის შესაძლებლობა მომეცემა”, – განაცხადა რონალდუმ.


შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს, პორტუგალიელმა კარიერაში მეხუთედ მოიგო “ოქროს ბურთი” და გაუთანაბრდა ლიონელ მესის.