კრიშტიანუ რონალდუ ბერნარდო სილვას მიმართ შურში ამხილეს [ვიდეო]
ერთა ლიგის ფინალში პორტუგალიის ნაკრებმა პორტუში 1:0 დაამარცხა ჰოლანდია. ერთადერთი გოლი გონსალო გედეშმა გაიტანა.
მატჩის შემდეგ, „უეფამ“ (UEFA) ფინალური ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად პორტუგალიელთა შემტევი ნახევარმცველი, ბერნარდო სილვა დაასახელა.
გულშემატკივრებმა ყურადღება მიაქციეს კრიშტიანუ რონალდუს რეაქციას, როცა სტადიონის დიქტორმა გამოაცხადა, რომ საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელს ერგო. იმ დროს, როცა პორტუგალიის ნაკრების სხვა ფეხბურთელები პარტნიორს წარმატებას ულოცავდნენ, რონალდუ უკმაყოფილო სახითა და ყოველგვარი რეაქციის გარეშე იდგა სილვას გვერდით. სოციალური ქსელის ბევრმა მომხმარებელმა დაინახა რონალდუს თვალებში ნაღველი და შური.
Look how happy Ronaldo was when Bernardo Silva got announced as the Player of the tournament. 😂 pic.twitter.com/0EXWgLDurM
— Football HQ (@FootbaII_HQ) June 10, 2019
unpopular opinion: Bernardo Silva has been the best player in europe this season. 🏆🏆🏆🏆🏆 pic.twitter.com/ROqnN3hHTs
— Amin (@Amin12__) June 9, 2019
ინტერნეტი სავსე იყო ამგვარი შინაარსის კომენტარებით:
„შეხედეთ, როგორი უბედურია რონალდუ, როცა სილვა ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს“.
„სირცხვილია, ბერნარდომ დაიმსახურა ეს პრიზი“.
„მას თვალებზე ცრემლები ადგება“.