კრიშტიანოს წასვლის შემდეგ „რეალ მადრიდში“ ყველაზე პოპულარული მოდრიჩია
კრიშტიანოს წასვლის შემდეგ „რეალ მადრიდში“ ყველაზე პოპულარული მოდრიჩია

პოპულარულმა ესპანურმა სპორტულმა გაზეთმა „მარკამ“ (Marca) პრიმერა დივიზიონის იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომელთა მაისურები ყველაზე დიდი რაოდენობით იყიდება.

ირკვევა, რომ „ბარსელონაში“ ყველაზე პოპულარული ისევ ლიონელ მესის მაისურია, შემდეგ კი კოუტინიო და ინიესტა მოდიან. რაც შეეხება მეორე გრანდს, „რეალ მადრიდს“, აქ ადრე პირველობა კრიშტიანოს ეკუთვნოდა, თუმცა მისი წასვლის შემდეგ ეს პატივი ლუკა მოდრიჩს ხვდა წილად.

ხორვატს ასენსიო და ბეილი მოსდევენ.

სრულ სიას ქვემოთ გთავაზობთ:

ალავესი – პაჩეკო, ლაგუარდია, გუიდეტი

ატლეტიკ ბილბაო – ადურისი, უილიამსი, მუნიაინი

ატლეტიკო მადრიდი – ანტუან გრიზმანი, დიეგო კოსტა, საულ ნიგესი


ბარსელონა – მესი, კოუტინიო, ინიესტა

ბეტისი – ხოაკინი, ბარტრა, ინუი

ეიბარი – ორელიანა, პედრო ლეონი, სერხი ენრიჩი

ესპანიოლი – მარკ როკა, სერხი დარდერი, ბორხა იგლესიასი

ვალენსია – გედეში, როდრიგო, სოლერი

ვალიადოლიდი – ბორხა, ტონი, კალერო

ვილიარეალი – კასორლა, ბაკა, ბრუნო

ლეგანესი – ჟარი, შიმანოვსკი, კარილიო

ლევანტე – მორალესი, როჯერი, ბარდი

ჟირონა – პორტუ, სტუანი, გრანელი

რაიო ვალიეკანო – რაულ ტომასი, ადვინკულა, კაკუტა

რეალ მადრიდი – მოდრიჩი, ასენსიო, ბეილი

რეალ სოსიედადი – ოიარსაბალი, ილიარამენდი, უილიამ ხოსე

სევილია – ნავასი, ბანეგა, სარაბია

სელტა – იაგო ასპასი, უგო მალიო, მაქსი გომესი

უესკა – კუჩო ერნანდესი, გალიარი, მელერო

ხეტაფე – ანხელ როდრიგესი, ხორხე მოლინა, გაკუ შიბასაკი

 

დატოვე კომენტარი