კრიშტიანო რონალდოს ტურინიდან საკუთარი ავტოპარკი გაჰყავს [ვიდეო] #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდოს ტურინიდან საკუთარი ავტოპარკი გაჰყავს [ვიდეო] #1TVSPORT

გაჩნდა კიდევ ერთი მინიშნება კრიშტიანო რონალდოს „იუვენტუსიდან“ უახლოეს პერიოდში წასვლის შესახებ – პორტუგალიელს ტურინიდან საკუთარი ავტოპარკი გაჰყავს.

სოციალურ ქსელებში გაჩნდა ვიდეო, რომელშიც ჩანს თუ როგორ ტვირთავენ 36 წლის რონალდოს სუპერმანქანებს სატრანსპორტო კომპანია Rodo Cargo-ს სატვირთო მანქანაში. ამ კომპანიის ოფისი ლისაბონშია. ჭორები რონალდოს სწორედ ლისაბონის „სპორტინგში“ გადასვლას უკავშირებენ.

კრიშტიანო რონალდომ „სპორტინგი“ 2003 წელს დატოვა და „მანჩესტერ იუნაიტედში“ 16.7 მილიონ ევროდ გადავიდა.

პორტუგალიელის კონტრაქტი „იუვენტუსთან“ 2022 წლის ივნისში იწურება.