კრიშტიანო რონალდოს შეთავაზება აქვს ბრაზილიიდან - მას შეეძლება საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდოს შეთავაზება აქვს ბრაზილიიდან - მას შეეძლება საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში #1TVSPORT

კრიშტიანო რონალდომ, შეიძლება, კარიერა ბრაზილიაში გააგრძელოს.

გაზეთ Marca-ს მონაცემებით, უტიტულო სეზონმა და აზიის ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენამ, შესაძლოა, კარდინალური ცვლილებები გამოიწვიოს საუდის არაბეთის კლუბში – როგორც ხელმძღვანელობაში, ასევე სამწვრთნელო ჯგუფსა და შემადგენლობაში.

ირკვევა, რომ პორტუგალიის ნაკრების 40 წლის ფორვარდმა წინადადება მიიღო ბრაზილიური კლუბისგან. ეს საშუალებას მისცემს რონალდოს, ითამაშოს კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე. ამ ტურნირზე ბრაზილიას წარმოადგენენ „პალმეირასი“, „ფლამენგო“, „ფლუმინენსე“ და „ბოტაფოგო“.

კრიშტიანო რონალდომ საუდის არაბეთის ჩემპიონატში 28 მატჩში 23 გოლი გაიტანა და ლიდერობს ბომბარდირთა სიას სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე.