კრიშტიანო რონალდოს „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვება პრემიერლიგის პირველ ტურამდე სურს #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდოს კვლავინდებურად სურს „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვება.
ფორვარდის სურვილია გამოიცვალოს კლუბი პრემიერლიგის პირველ ტურამდე, რომელშიც 7 აგვისტოს „მანჩესტერი“ „ბრაიტონს“ შეხვდება.
მაგრამ, ჯერჯერობით, აგენტი ჟორჟე მენდეში ვერ ახერხებს პორტუგალიელისთვის ახალი გუნდის პოვნას, – იტყობინება გაზეთი AS.
37 წლის პორტუგალიელის მიმართ კონკრეტული ინტერესი არ გამოუვლენია არც ერთ გუნდს, რომლებთანაც კონტაქტზე გავიდა მენდეში: „ბარსელონა“, „ატლეტიკო“, „ჩელსი“, „ბაიერნი“ და „ნაპოლი“.
როგორც წყარო წერს, სავარაუდოდ, რონალდო სეზონს „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაიწყებს.