კრიშტიანო რონალდოს „ალ ნასრის“ ენჯ პოსტეკოგლუ გაწვრთნის #1TVSPORT
საუდის არაბეთის ლიგის გუნდის, „ალ ნასრის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ავსტრალიელი სპეციალისტი ენჯ პოსტეკოგლუ იქნება.
პოსტეკოგლუმ ამ პოზიციაზე ჟორჟე ჟეზუში ჩაანაცვლა და არაბულ კლუბთან ხელშეკრულებას 2028 წლის ზაფხულამდე მოაწერა ხელი. შესაბამისად, მომავალ სეზონში კრიშტიანუ რონალდუს სწორედ ის გაწვრთნის.
რაც შეეხება მის განვლილ კარიერას, „ალ ნასრიმდე“ პოსტეკოღლუ „ნოტინგემს“ ედგა სათავეში, წარსულში კი „ტოტენჰემში“, „სელტიკში“, „იოკოჰამაში“, ავსტრალიის ეროვნულ ნაკრებში, ასევე „მელბურნსა“ და „ბრისბენში“ მოღვაწეობდა.
პოსტეკოგლუმ 2025 წელს „ტოტენჰემს“ უეფა-ს ევროპის ლიგა მოაგებინა.