კრიშტიანო რონალდომ წელს პირველად დატოვა მოედანი უგოლოდ
კრიშტიანო რონალდომ წელს პირველად დატოვა მოედანი უგოლოდ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩი „ლიონსა“ და „იუვენტუსს“ შორის პირველი იყო 2020 წელს, რომელშიც კრიშტიანო რონალდომ გოლის გატანა ვერ შეძლო. მიმდინარე წლის დასაწყისიდან 26 თებერვლამდე პორტუგალიელ ვარსკვლავს ყველა მატჩში გაჰქონდა და მისი ეს წარმატებული სერია სწორედ ფრაგულ გუნთან შეწყდა. მატჩი „ლიონის“ გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

საინტერესოა, რომ იტალიის ჩემპიონატში რონალდოს მოედანი უგოლოდ გასული წლის დეკემბრის შემდეგ არ დაუტოვებია, მიმდინარე წელს კი შვიდ მატჩში 11 გოლი გაიტანა.

განმეორებითი მატჩი „იუვენტუსსა“ და „ლიონს“ შორის ტურინში 17 მარტს გაიმართება.