კრიშტიანო რონალდომ უპასუხა შეკითხვას კარიერის დასრულების შესახებ #1TVSPORT
საუდის არაბეთის „ალ-ნასრისა“ და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ ერთა ლიგაზე უელსის წინააღმდეგ მატჩის წინ კარიერის დასრულების შესახებ შეკითხვას უპასუხა.
„არ ვიცი. მინდა ვიცოდე პასუხი, მაგრამ არ ვიცი. მას შემდეგ, რაც 30 წლის გავხდი, აწმყოთი ცხოვრება ვისწავლე, ამიტომაც არ ვიცი. მაგრამ, სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ბოლო წელი იყოს.
წინასწარ შეგატყობინებთ თუ არა ჩემი ბოლო მატჩის შესახებ? დიახ, აუცილებლად“, – განაცხადა 41 წლის რონალდომ, რომელსაც კარიერაში 979 გოლი დაუგროვდა.