კრიშტიანო რონალდომ შეცვლის გამო პროტესტი გამოხატა [ვიდეო] #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდომ შეცვლის გამო პროტესტი გამოხატა [ვიდეო] #1TVSPORT

ინგლისის პრემიერლიგის გადადებულ შეხვედრაში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ სტუმრად 3:1 დაამარცხა „ბრენტფორდი“.

71-ე წუთზე მანჩესტერელთა მთავარმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა კრიშტიანო რონალდო შეცვალა – მის ნაცვლად მოედანზე მცველი ჰარი მაგუაირი შეიყვანა.

ამ ცვლილებას პორტუგალიელის მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. მან მიწაზე დააგდო ქურთუკი და სათადარიგოთა სკამის გვერდით საფეხურზე ჩამოჯდა.

მომხდარს კომენტარი გაუკეთა რანგნიკმა: „ეს ნორმალურია – ფორვარდს გატანა სურს. მაგრამ ის მცირე დაზიანებით თამაშობდა, ჩვენ კი უნდა გვახსოვდეს, რომ მალე კიდევ ერთი შეხვედრა გველოდება.

მომისმინე, კრიშტიანო, შენ 36 წლის ხარ და შესანიშნავ ფორმაში იმყოფები. მაგრამ მე მთავარი მწვრთნელი ვარ და ჩემი სამუშაო მდგომარეობს იმაში, რომ მივიღო გადაწყვეტილებები გუნდის ინტერესებში. იმედი მაქვს, ისიც ასე ხედავს ამ სიტუაციას“.

„ბრენტფორდთან“ მოგების შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგის ცხრილში 35 ქულით მეშვიდე ადგილზეა.