კრიშტიანო რონალდომ სეზონში პირველი გოლი გაიტანა და გერდ მიულერის რეკორდი მოხსნა [ვიდეო] #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდომ სეზონში პირველი გოლი გაიტანა და გერდ მიულერის რეკორდი მოხსნა [ვიდეო] #1TVSPORT

საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ ფორვარდმა, კრიშტიანო რონალდომ მორიგი რეკორდი დაამყარა.

არაბეთის ჩემპიონთა საკლუბო თასის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში „ალ-ნასრმა“ 4:1 დაამარცხა ტუნისის „მონასტირი“. 1:1-ზე კრიშტიანო რონალდომ 74-ე წუთზე თავისი გუნდი დააწინაურა. ეს იყო 145-ე გოლი, რომელიც პორტუგალიელმა თავით გაიტანა ოფიციალურ მატჩებში, რითიც აბსოლუტური რეკორდი დაამყარა.

აქამდე რეკორდის მფლობელი იყო ლეგენდარული გერმანელი გერდ მიულერი (144 გოლი). მესამე ადგილზეა ესპანელი კარლოს სანტილიანა (125).