კრიშტიანო რონალდომ ორი ახალი რეკორდი დაამყარა - ევრო 2024-ის შესარჩევი, J ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდომ ორი ახალი რეკორდი დაამყარა - ევრო 2024-ის შესარჩევი, J ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* კრიშტიანო რონალდომ მსოფლიო რეკორდი დაამაყარა სანაკრებო დონეზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით – ფორვარდმა პორტუგალიის ნაკრებში 197-ე მატჩი ჩაატარა.

* რონალდო ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ნაკრებში ოფიციალურ მატჩებში 100 გოლი დააგროვა.

* რონალდოს ნაკრებში 120 გოლი დაუგროვდა. ის სანაკრებო დონეზე გოლების რაოდენობითაც მსოფლიო რეკორდსმენია.

* რონალდომ ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა საჯარიმო დარტყმით. მანამდე მან „ალ-ნასრის“ შემადგენლობაში გამოიჩინა თავი.

* რონალდო ზედიზედ 20 წელია, ახერხებს ნაკრებში გოლის გატანას. ეს სერია 2004 წლიდან იღებს სათავეს.

* რონალდომ კარიერაში 47-ე ნაკრებს გაუტანა.

 

პორტუგალია-ლიხტენშტაინი  4:0

გოლები: 1:0 ჟოაო კანსელო (8), 2:0 ბერნარდო სილვა (47), 3:0 კრიშტიანო რონალდო (51-პენ). 4:0 კრიშტიანო რონალდო (63)

პორტუგალია: რუი პატრისიო, ჟოაო კანსელო, რუბენ დიასი, ინასიო, დანილო პერეირა (67. რუბენ ნევეში), რაფაელ გერეირო, ბრუნო ფერნანდეში (89. ჟოაო მარიო), ბერნარდო სილვა (78. ვიტინია), პალინია, ჟოაო ფელიქსი (67. რაფაელ ლეაო), კრიშტიანო რონალდო (78. გონსალო რამოსი).

ბოსნია-ისლანდია           3:0

გოლები: 1:0 კრუნიჩი (14), 2:0 კრუნიჩი (40), 3:0 დედიჩი (63)

 

სლოვაკეთი-ლუქსემბურგი 0:0