კრიშტიანო რონალდომ მიანიშნა, რომ ახალ სეზონს „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაატარებს #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდომ მიანიშნა, რომ ახალ სეზონს „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაატარებს #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ თავის სოციალურ ქსელში ახალი პოსტი გამოაქვეყნა.

პორტუგალიელმა განათავსა საკუთარი ფოტო „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორმით, რომელსაც მიაწერა: „მზადაა“. ამით მან მიანიშნა, რომ ახალ სეზონში ინგლისურ კლუბში დარჩება სათამაშოდ.

ადრე რეგულარულად ჩნდებოდა ინფორმაცია პორტუგალიელის სავარაუდო წასვლის შესახებ. პრესა კრიშტიანოს უშვებდა „ატლეტიკოში“, „რომაში“, „ნაპოლიში“ და „ბაიერნში“. „რაიო ვალეკანოსთან“ ამხანაგური მატჩის შემდეგ, ფორვარდმა თამაშის დასრულებამდე დატოვა სტადიონი, რითაც „იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის ერიკ თენ ჰაგის კრიტიკა დაიმსახერა.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგის ახალი სეზონის პირველ მატჩს კვირას „ბრაიტონის“ წინააღმდეგ გამართავს.

დატოვე კომენტარი