კრიშტიანო რონალდომ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტის გაწყვეტა მოითხოვა #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდომ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტის გაწყვეტა მოითხოვა #1TVSPORT

კრიშტიანო რონალდოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს – მას „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვება სურს.

პორტუგალიელი ფეხბურთელი მანჩესტერში ორშაბათს დაბრუნდა, რათა საკუთარი მომავალი განეხილა კლუბის ხელმძღვანელობასთან. მანჩესტერელთა მთავარ მწვრთნელს ერიკ თენ ჰაგს სურდა დაერწმუნებინა კრიშტიანო გუნდში დარჩენაზე, მაგრამ ეს ვერ მოახერხა.

როგორც გაზეთი Daily Mail-წერს, პორტუგალიელმა აცნობა „მანჩესტერ იუნაიტედს, რომ სურს კონტრაქტის გაწყვეტა, რათა უფასოდ გადავიდეს ისეთ კლუბში, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს. „იუნაიტედში“ კი განაცხადეს, რომ არ გეგმავენ მის გაშვებას, რადგან კლუბის პოზიცია არ შეცვლილა, ხოლო რონალდოს შეძენის თაობაზე არც ერთი კლუბისგან წინადადება არ მიუღიათ.

ამ ყველაფრის მიუხედავად, რონალდო საქმეს პროფესიულად უდგება. მან ოთხშაბათს სამედიცინო შემოწმება გაიარა და მონაწილეობა მიიღო „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარჯიშში, შემდეგ კი უყურა ამხანაგურ მატჩს „რექსჰემის“ (4:1) წინააღმდეგ, რომელიც დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.