კრიშტიანო რონალდომ „ჯენოას“ კარში ბურთი 105 კმ/სთ სიჩქარით დაარტყა
კრიშტიანო რონალდომ „ჯენოას“ კარში ბურთი 105 კმ/სთ სიჩქარით დაარტყა

„იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდოს სეზონში 24-ე გოლი გაიტანა სამშაბათს, „ჯენოას“ კარში. შეხვედრა სერია A-ს ლიდერმა 3:1 მოიგო.

როგორც ავტორიტეტული პორტუგალიური გამოცემა O Jogo წერს, კრიშტიანოს საგოლე დარტყმისას ბურთის სიჩქარემ საათში 105 კილომეტრი შეადგინა. ეს ერთ-ერთი უძლიერესი დარტყმაა მის კარიერაში.

პორტუგალიელის ყველაზე ძლიერ დარტყმად მიჩნეულია საჯარიმო 2009-10 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე „მარსელის“ კარში, აგრეთვე, გოლი „ლევანტეს“ კარში 2012 წლის თებერვალში, ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში. ორივე შემთხვევაში ბურთმა განავითარა სიჩქარე – 120 კმ/სთ.

ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძლიერი დარტყმისთვის გინესის რეკორდების წიგნში შეყვანილია ესპანელი ფეხბურთელი ხავიერ გალანი, რომელმაც 2002 წელს ბურთი საათში 129 კილომეტრის სიჩქარით გაუშვა.