კრიშტიანო რონალდომ დაადასტურა, რომ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი ითამაშა #1TVSPORT
პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა, კრიშტიანო რონალდომ კომენტარი გაუკეთა მსოფლიო ჩემპიონატიდან თავისი გუნდის გავარდნას ესპანეთთან მერვედფინალის (0:1) შემდეგ.
თამაშზე
„ჩვენ ოდნავ იღბალი არ გვეყო. მათ ჩვენს კარში გოლი ბოლო წუთებზე გაიტანეს. ასეთია ფეხბურთი. საერთო ჯამში, ეს ძალიან დაძაბული მატჩი იყო“.
მატჩის შემდეგ ცრემლებზე
„ეს ნორმალურია, იყო ნაღვლიანი, როცა მსოფლიო ჩემპიონატს ასე ტოვებ. როგორც გუშინ პრესკონფერენციაზე ვთქვი, მე გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო და მივდივარ სუფთა სინდისით. ეს არის ფეხბურთელის ცხოვრება და საჭიროა წინ სიარული“.
ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე
„სიმართლეა, რომ ეს იყო ჩემი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი. რაც შეეხება დანარჩენს, ახლა უნდა დავფიქრდე ყველაფერზე ოჯახთან ერთად და არ მივიღო ნაჩქარევი გადაწყვეტილებები“.