კრიშტიანო რონალდო - ვურჩევ ტოპმოთამაშეებს, საუდის არაბეთში ჩამოვიდნენ #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდო - ვურჩევ ტოპმოთამაშეებს, საუდის არაბეთში ჩამოვიდნენ #1TVSPORT

„ალ-ნასრისა“ და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა, კრიშტიანო რონალდომ ცნობილ ფეხბურთელებს საუდის არაბეთის ლიგაში გადასვლისკენ მოუწოდა.

„2024 წელს იმავეს გაკეთებას ვაპირებ, რასაც 2023 წელს მივაღწიე. ბედნიერი ვარ, რომ აქ ჩამოსვლის გადაწყვეტილება მივიღე – იმ დროს, როცა ამის არავის სჯეროდა.

მაგრამ ეს უკვე წარსულში დარჩა და ჩემთვის სულერთია. დღეს ყველაზე მთავარი ისაა, რომ ჩემპიონატის დონე იზრდება, ფეხბურთელებს სურთ აქ ჩამოსვლა, რადგან გრძნობენ ლიგის კონკურენტუნარიანობის დონეს.

დღეს მთელი მსოფლიო უყურებს ამ ჩემპიონატს და ვურჩევ ტოპმოთამაშეებს, ჩამოვიდნენ საუდის არაბეთში. მათ აქ სიხარულით ელიან“, – განაცხადა რონალდომ SSC Sports-თან ინტერვიუში.

38 წლის პორტუგალიელმა 2023 წელს 54 გოლი გაიტანა კლუბსა და ნაკრებში და ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე გავიდა. მან გაუსწრო ჰარი კეინსა და კილიან მბაპეს, რომლებმაც 52-52 გოლი გაიტანეს.