კრიშტიანო რონალდო საკუთარ ტრავმას გამოეხმაურა
კრიშტიანო რონალდო საკუთარ ტრავმას გამოეხმაურა

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ კომენტარი გააკეთა ტრავმის შესახებ, რომელიც სერია A-ს მეშვიდე ტურში „ლაციოს“ წინააღმდეგ მიიღო.

35 წლის პორტუგალიელმა ფეხი გადაიბრუნა და 76-ე წუთზე დატოვა მოედანი. „წამოდექით და გჯეროდეთ იმის, რასაც ვაკეთებთ!” – დაწერა თავის „ინსტაგრამში“ ფეხბურთელმა.

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ ილაპარაკა ფორვარდის დაზიანებაზე. „რონალდო – უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველა გუნდისთვის, რომლის რიგებშიც თამაშობდა. სამწუხაროდ, მას კოჭთან დაკავშირებით შეექმნა პრობლემა და იძულებული გახდა მინდორი დაეტოვებინა“, – აღნიშნა პირლომ.

დატოვე კომენტარი