კრიშტიანო რონალდო საკუთარ სასტუმროებს კლინიკებად მოაწყობს
კრიშტიანო რონალდო საკუთარ სასტუმროებს კლინიკებად მოაწყობს

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო პორტუგალიაში საკუთარ სასტუმროებს სამედიცინო სამსახურებს დაუთმობს უფასო საავადმყოფოების მოსაწყობად, – წერს გაზეთი „მარკა“.

წყაროს ცნობით, პორტუგალიელი ფეხბურთელი ხელფასსაც გადაუხდის ექიმებსა და მათ თანაშემწეებს.

რონალდო, ამჟამად, სამშობლოში იმყოფება. მან არ მოისურვა ტურინში დაბრუნება, რადგან მის თანაგუნდელს დანიელე რუგანის კორონავირუსი აღმოაჩნდა.