კრიშტიანო რონალდო რალფ რანგნიკს კვალიფიკაციას უწუნებს #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდო რალფ რანგნიკს კვალიფიკაციას უწუნებს #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდს კრიშტიანო რონალდოს დაძაბული ურთიერთობა აქვს გუნდის მთავარ მწვრთნელთან რალფ რანგნიკთან.

გაზეთ AS-ის ინფორმაციით, პორტუგალიელს მიაჩნია, რომ გერმანელ სპეციალისტს არ გააჩნია საკმარისი დონე იმისთვის, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უხელმძღვანელოს. პორტუგალიელი ღიად აკრიტიკებს რანგნიკის მეთოდებს.

თავის მხრივ, მწვრთნელი უკმაყოფილოა კრიშტიანოს თამაშით, მაგრამ მას არ გააჩნია „იუნაიტედის“ ავტორიტეტული ფეხბურთელების მხრიდან მხარდაჭერა.

კრიშტიანო რონალდოს ზედიზედ ექვსმატჩიანი უგოლო სერია აქვს. 2022 წელს პორტუგალიელს შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.