კრიშტიანო რონალდო – პორტუგალიას ევრო 2024-ის მოგება შეუძლია #1TVSPORT

18:54, 21.01.2024

პორტუგალიის ეროვნული გუნდისა და „ალ-ნასრის“ თავდამსხმელმა, კრიშტიანო რონალდომ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე საკუთარი ქვეყნის ნაკრების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

„აუცილებელია გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც ევრო 2024-ის მოგება შეუძლია, როგორც ეს ევრო 2016-ის დროს გავაკეთეთ. მაშინ, შეიძლება, ფავორიტებიც კი არ ვიყავით.

ახლა პორტუგალიის ნაკრებს სხვა თვალით უყურებენ. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებულის მენტალიტეტით უნდა წავიდეთ და ჩვენს მიზანს ბოლომდე მივყვეთ“, – განაცხადა კრიშტიანო რონალდომ.

ევროპის ჩემპიონატი ამ ზაფხულს, 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება.

მსგავსი