კრიშტიანო რონალდო მეორე ფეხბურთელია, რომელმაც მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა - პორტუგალიამ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა ვერ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთმა ფავორიტმა დააფიქსირა მოულოდნელი შედეგი – პორტუგალიამ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან ფრედ, 1:1 ითამაშა.

თუმცა მატჩის დასაწყისი სულ სხვა სურათს გვპირდებოდა – მე-6 წუთზე ჟოაო ნევეშმა ანგარიში გახსნა. ამან აფრიკელები არ დააბნია – თავს ორგანიზებულად იცავდნენ, კონტრშეტევაზე კი თავის შანსს ელოდნენ და მიიღეს კიდეც: 45+5 წუთზე იოან ვისამ ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა, კონგოელებმა დამსახურებული ისტორიული ქულა ჩაიწერეს.

პორტუგალიას კი ნუგეშად ის დარჩა, რომ ეს იყო კრიშტიანო რონალდოს სარეკორდო მატჩი – იგი, ლეო მესისთან ერთად, მეორე ფეხბურთელია, რომელსაც ექვს მსოფლიო ჩემპიონატზე აქვს ნათამაშები.