კრიშტიანო რონალდო მანჩესტერში დაბრუნდა და „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობას შეხვდება #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდო მანჩესტერში დაბრუნდა და „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობას შეხვდება #1TVSPORT

პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანო რონალდო მანჩესტერში დაბრუნდა, – იტყობინება გამოცემა The Athletic.

37 წლის ფეხბურთელი უახლოეს დროში განიხილავს თავის მომავალს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობასთან. ასევე მას ექნება საუბარი მთავარ მწვრთნელთან ერიკ თენ ჰაგთან.

ადრე გაზეთმა „დეილი მეილმა“ დაწერა, რომ რონალდო მზად არის მადრიდის „ატლეტიკოში“ გადასასვლელად. ასევე დაიწერა, რომ ესპანური კლუბი აპირებს შეწყვიტოს თანამშრომლობა ფორვარდ ანტუან გრიზმანთან, რათა შეძლოს პორტუგალიელის დამატება.

კრიშტიანო რონალდო „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2021 წლის აგვისტოში დაბრუნდა. გასულ სეზონში ფორვარდმა ყველა ტურნირზე 37 მატჩში 24 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი ინგლისურ გუნდთან 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.