კრიშტიანო რონალდო „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლას ცდილობს #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდო „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლას ცდილობს #1TVSPORT

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო და მისი წარმომადგენლები მუშაობენ პორტუგალიელი ფეხბურთელის „მანჩესტერ სიტიში“ სავარაუდო ტრანსფერზე, – იტყობინება ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Equipe. რონალდო იმედოვნებს, რომ ინგლისური კლუბის ფეხბურთელი 31 აგვისტომდე გახდება. სწორედ ამ დღეს იხურება სატრანსფერო ფანჯარა.

აღნიშნავენ, რომ „სიტიში“ მზად არიან გადაუხადონ რონალდოს მისი ამჟამინდელი ხელფასი – 31 მილიონი ევრო წელიწადში, მაგრამ თავად ტრანსფერისთვის დიდი თანხის გაღებას არ აპირებენ. გარიგებაში, შესაძლოა, ჩართონ ესპანეთის ნაკრების მცველი ემერიკ ლაპორტი, რომელიც, ჭორების თანახმად, ინგლისურ კლუბში რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს აღიზიანებს.

იმის გათვალისწინებთ, რომ ჰარი კეინმა დაადასტურა „ტოტენჰემში“ დარჩენა, „სიტის“ შეუძლია სრულად გადაერთოს პორტუგალიელის ტრანსფერზე.

36 წლის კრიშტიანომ გასულ უქმეებზე სერია A-ს პირველი ტური „უდინეზეს“ წინააღმდეგ სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო. პრესის ინფორმაციით, მან თავად თხოვა ტურინული კლუბის ხელმძღვანელობას, არ დაეყენებინათ ძირითად შემადგენლობაში, რადგან ამ სატრანსფერო ფანჯრისას გუნდის შეცვლას აპირებს. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა უარყო.

დატოვე კომენტარი