კრიშტიანო რონალდო „მანჩესტერ იუნაიტედს“ არ დატოვებს – გადაწყვეტილებაზე კაზემიროს ტრანსფერმა იმოქმედა #1TVSPORT
BRENTFORD, ENGLAND - AUGUST 13: Cristiano Ronaldo of Manchester United reacts during the Premier League match between Brentford FC and Manchester United at Brentford Community Stadium on August 13, 2022 in Brentford, United Kingdom. (Photo by Sebastian Frej/MB Media/Getty Images)
პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანო რონალდო არ დატოვებს ამ ზაფხულს „მანჩესტერ იუნაიტედს“. ამის შესახებ დაწერა ჟურნალისტმა პედრო ალმეიდამ.
37 წლის პორტუგალიელი ამ სეზონს ინგლისურ კლუბში გაატარებს. მის გადაწყვეტილებაზე სერიოზულად იმოქმედა „რეალიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ კაზემიროს ტრანსფერმა. პორტუგალიელსა და ბრაზილიელს ერთად რამდენიმე სეზონი აქვთ გატარებული მადრიდულ კლუბში.
მანჩესტერელებმა პრემიერლიგის სასტარტო ორი ტური წააგეს და ჩემპიონატში ბოლო ადგილზე არიან.