კრიშტიანო რონალდო - არც ისე ბევრი წელი დამრჩა სათამაშოდ, მაგრამ სიამოვნებას ვიღებ მომენტისგან #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდო - არც ისე ბევრი წელი დამრჩა სათამაშოდ, მაგრამ სიამოვნებას ვიღებ მომენტისგან #1TVSPORT

პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა, კრიშტიანო რონალდომ თავის მომავალზე ილაპარაკა.

„ჩემი მენტალიტეტია – დღიდან დღემდე ცხოვრება. არც ისე ბევრი წელი დამრჩა სათამაშოდ, მაგრამ სიამოვნებას ვიღებ მომენტისგან. ჩემი წასვლის დღე ჯერ არ არის განსაზღვრული. თავს ბედნიერად ვგრძნობ, მე აქ ვარ, რათა ვისიამოვნო და გავაგრძელო თამაში იქამდე, სანამ მომწონს“, – განაცხადა კრიშტიანომ.

რონალდოს 8 ივნისს კარიერაში მორიგი ტიტულის მოპოვების შანსი ექნება – ერთა ლიგის ფინალში პორტუგალიის ნაკრები ესპანეთს შეხვდება.