კრიშტიანო რონალდო „ალ-ჰილალში“ გადასვლაზე ფიქრობს - პორტუგალიელს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში უნდა #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდო „ალ-ჰილალში“ გადასვლაზე ფიქრობს - პორტუგალიელს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში უნდა #1TVSPORT

საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო, შესაძლოა, 2025 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით „ალ-ჰილალში“ გადავიდეს, – წერს ინლაინ-გამოცემა talkSPORT-ი.

წყაროს ცნობით, პორტუგალიელი ამგვარ ვარიანტს იმის გამო განიხილავს, რომ ისევ სურს დიდ ტურნირზე თამაში. „ალ-ნასრმა“ ვერ გაიარა კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე კვალიფიკაცია, „ალ-ჰილალს“ კი ეს უფლება მოპოვებული აქვს.

აღნიშნავენ, რომ კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს რონალდოს სურვილი, ბოლოჯერ დაუპირისპირდეს ლიონელ მესის, რომლის „ინტერ მაიამი“ ასევე ითამაშებს 2025 წლის ზაფხულში საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე.

კრიშტიანო რონალდო „ალ-ნასრში“ 2023 წლიდან თამაშობს.