კრიშტიანო რონალდო „ალ ჰილალში“ გადასვლას სერიოზულად განიხილავს #1TVSPORT

21:56, 27.05.2025

კრიშტიანო რონალდო, შესაძლოა, „ალ ჰილალის“ ფეხბურთელი გახდეს. ესპანელი ჟურნალისტის, სანტი აოუნას ინფორმაციით, 40 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი სერიოზულად განიხილავს საუდის არაბეთის ერთ-ერთ წამყვან გუნდში გადასვლას.

ცნობისთვის, თუ ტრანსფერი მალე შედგა, რონალდუს დებიუტი, შეიძლება, განსაკუთრებული გამოდგეს. „ალ ჰილალს“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მადრიდის „რეალთან“ დაპირისპირება ელის. სწორედ იმ კლუბთან, სადაც რონალდუმ კარიერის ყველაზე წარმატებული ეტაპი გაატარა და ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

რონალდომ „ალ ნასრისთან“ ერთად გასულ სეზონში ტიტულის მოგება ვერ მოახერხა და ვერც აზიის ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. როგორც თავად ფეხბურთელმა აღნიშნა, ამ კლუბში გამოსვლა დაასრულა. მისი კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისამდეა გათვლილი, თუმცა არის ალბათობა, სწორედ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამო ვადაზე ადრე შეწყდეს.

აშშ-ში კლუბებს შორის მუნდიალი 13 ივნისს დაიწყება. „ალ ჰილალისა“ და მადრიდის „რეალის“ მატჩი 18 ივნისს მაიამიში ჩატარდება.

მსგავსი