კრიშტიანო რონალდო ახლოს არის „ალ-ნასრში“ გადასვლასთან #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდო ახლოს არის „ალ-ნასრში“ გადასვლასთან #1TVSPORT

პორტუგალიის ნაკრების ფორვარდი კრიშტიანო რონალდო ახლოს არის საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ნასრში“ გადასვლასთან, – იტყობინება გაზეთი „მარკა“.

წყაროს ცნობით, გარიგება თითქმის დასრულებულია. პორტუგალიელი ორწლინახევრიან კონტრაქტს გააფორმებს და ხელფასის სახით წელიწადში 200 მილიონ ევროს მიიღებს. ხელშეკრულების გაფორმებას არანაირი იურიდიული წინაღობა არ ერთვის თან.

ვერცერთმა ევროპულმა გუნდმა ვერ შეძლო რონალდოსთვის ისეთი პირობების შეთავაზება, როგორიც არაბულმა კლუბმა წარმოადგინა. იმავე სიტუაციაში აღმოჩდნენ ამერიკული MLS-ის კლუბები.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას „მანჩესტერ იუნაიტედმა“ გაწყვიტა კონტრაქტი 37 წლის ფორვარდთან. ამის მიზეზი გახდა პორტუგალიელის სკანდალური ინტერვიუ, რომელშიც კრიშტიანომ გააკრიტიკა „იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ერიკ თენ ჰაგი და კლუბის მმართველი ორგანო.