კრიშტიანო რონალდო 2023 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი გახდა #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდო 2023 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი გახდა #1TVSPORT

გამოქვეყნდა 2023 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების ტოპასეულის რეიტინგი.

ჟურნალ Sportico-ს გამოთვლებით, ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი გამოიმუშავა „ალ-ნასრის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ – 275 მილიონი დოლარი.

ამ თანხის დიდ ნაწილს რონალდო „ალ-ნასრთან“ კონტრაქტის მიხედვით იღებს – 175 მილიონი დოლარი, დანარჩენს სარეკლამო კონტრაქტების წყალობით ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა Nike, Herbalife, Armani, Tag Heuer, DAZN, Poker Stars და სხვები.

რეიტინგში მეორე ადგილზეა ჯონ რამი (გოლფი) – 203 მილიონი დოლარი, მესამეზე – „ინტერ მაიამის“ ფორვარდი ლიონელ მესი 130 მილიონი დოლარით.

TOP 5-ში ასევე მოხვდნენ: „ლეიკერსის“ კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი (125,7 მილიონი დოლარი) და „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე (125  მილიონი დოლარი).