კრიშტიანო რონალდო 2020 წელს ევროპის საუკეთესო ბომბარდირია
კრიშტიანო რონალდო 2020 წელს ევროპის საუკეთესო ბომბარდირია

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო 2020 წელს TOP5 ქვეყნების ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირია. ამ მომენტისთვის პორტუგალიელის ანგარიშზე 31 მატჩში 35 გოლია.

მეორე ადგილზეა „ბაიერნის“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი, რომელმაც ასევე 35 გოლი გაიტანა, მაგრამ ერთი მატჩით მეტი ჩაატარა. მესამე ადგილზე იმყოფება „დორტმუნდის“ ფორვარდი ერლინგ ჰალანდი – 31 გოლი.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, კრიშტიანო რონალდომ მხოლოდ შვიდ მატჩში ვერ შეძლო გოლის გატანა.

„ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ 2020 წელს 20 გოლი გაიტანა, რაც მეცხრე შედეგია.