ცნობილი გახდა 2019 წელს ნეისმიტის სახელობის კალათბურთის დიდების დარბაზში მოხვედრის 13 პრეტენდენტის ვინაობა.
მოთამაშეები – მარკეს ჯონსონი, ჯეკ სიკმა, ბენ უოლასი, პოლ უესტფალი, ბობი ჯონსი, სიდნი მონკრიფი, ტერეზა უიზერსპუნი და კრის უებერი.
მწვრთნელები – ლეტა ენდრიუსი, ბილ ფიტჩი, ბარბარა სტივენსი და ედი სატონი.
მსაჯი – ჰიუ ევანსი.
დიდების დარბაზში შეყვანის გადაწყვეტილებას მიიღებს სპეციალური კომიტეტი, რომელიც 24 წევრისგან შედება. თითოეულმა კანდიდატმა მინიმუმ 18 ხმა უნდა მიიღოს. საბოლოო სიას გამოაცხადებენ აპრილში, სპეციალურ პრესკონფერენციაზე.
დიდების დარბაზში ახალი წევრების შეყვანის ცერემონია 5-7 სექტემბერს გაიმართება.