კრის სმოლინგით „ევერტონი“ და „ტოტენჰემი“ დაინტერესდნენ
კრის სმოლინგით „ევერტონი“ და „ტოტენჰემი“ დაინტერესდნენ

„რომას“ ინგლისელი მცველით, კრის სმოლინგით „ევერტონი“ და „ტოტენჰემი“ დაინტერესდნენ, – იუწყება „კორიერე დელო სპორტი“ (Corriere dello Sport).

წყაროს ინფორმაციით, 30 წლის ინგლისელს სამშობლოში დაბრუნება არ უნდა და სურს, რომ „რომასთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმოს.

შეგახსენებთ, რომ სმოლინგი იტალიის დედაქალაქში „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ იჯარის წესით გადავიდა.

„კორიერე დელო სპორტის“ ანალიზით, „რომა“ კრის სმოლინგს არ დაიტოვებს, თუ იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონს მოწინავე პოზიციებზე არ დაამთავრებს და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის უფლებას არ მოიპოვებს.

„რომა“ იტალიის ჩემპიონატის 24 ტურის შემდეგ მეხუთე ადგილზეა.

2019/2020 წლების სეზონზე კრის სმოლინგმა „რომას“ შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

Transfermarkt.com კრის სმოლინგს 20 მილიონ ევროდ აფასებს.