კრის სმოლინგი „რომაში“ რჩება

15:32, 07.06.2020

„რომამ“ და „მანჩესტერ იუნაიტედმა“ კრის სმოლინგთან დაკავშირებულ შეთანხმებას მიაღწიეს, – იუწყება Corriere dello Sport.

გამოცემის ინფორმაციით, სმოლინგი „რომაში“ კიდევ ერთი სეზონის განმავლობაში იჯარის წესით დარჩება, შემდეგ კი იტალიელებს მისი გამოსყიდვის საშუალება მიეცემათ. გამოსაყიდი თანხა 12-15 მილიონი ევრო იქნება და სწორედ ამის თაობაზე მიმდინარეობს მოლაპარაკების დასკვნითი ნაწილი.

„რომაში“ სმოლინგი გასულ ზაფხულს გადავიდა და მალევე, გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე გახდა. „რომას“ შემადგენლობაში მცველმა ყველა ტურნირზე 28 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი ბურთი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი