კრის სმოლინგი კარიერას „პორტუში“ გააგრძელებს #1TVSPORT

20:47, 30.09.2026

ინგლისელი ცენტრალური მცველი კრის სმოლინგი კარიერას პორტუგალიურ გრანდში, „პორტუში“ გააგრძელებს. მხარეებს შორის სატრანსფერო შეთანხმება უკვე მიღწეულია, ფეხბურთელი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

როგორც რომანო წერს, სმოლინგი კლუბში სამედიცინო შემოწმებას გადის, რის შემდეგაც კონტრაქტს მოეწერება ხელი. საგულისხმოა, რომ ინგლისელი მცველის დამატება „პორტუს“ მთავარი მწვრთნელის, ფრანჩესკო ფარიოლის სპეციალური მოთხოვნა და პირადი ინიციატივა იყო. მწვრთნელს დაცვის ხაზში გამოცდილი კადრის ხილვა სურდა, რომელიც ახალგაზრდა მოთამაშეებს სწორ მიმართულებას მისცემს.

36 წლის კრის სმოლინგი კარიერის მანძილზე „ფულემის“, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „რომას“ ღირსებას იცავდა. ბოლოს ის საუდის არაბეთის ჩემპიონატში გამოდიოდა.

მსგავსი