კრის საიბორგმა UFC 232-ის ლას ვეგასიდან ლოს ანჯელესში გადატანის გადაწყვეტილება მედიიდან შეიტყო
კრის საიბორგმა UFC 232-ის ლას ვეგასიდან ლოს ანჯელესში გადატანის გადაწყვეტილება მედიიდან შეიტყო

UFC 232 ლას ვეგასის მაგივრად ლოს ანჯელესში გაიმართება. ამის შესახებ დანა ვაიტმა ღონისძიებამდე ხუთი დღით ადრე განაცხადა. მიზეზად კი ჯონ ჯონსის ლიცენზირებასთან დაკავშირებული პრობლემებია. საღამოს ერთ-ერთმა მთავარმა მონაწილემ, ქალმა მებრძოლმა კრის საიბორგმა აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მედიიდან შეიტყო.

„ეს არ არის ნორმალური, მათ რა თქმა უნდა ყველა უნდა გაეფრთხილებინათ. ჩვენ პარტნიორები ვართ, პარტნიორებს კი ასე არ ექცევიან. ამის შესახებ ჩემმა მენეჯერმაც კი არ იცოდა. როგორ შეიძლება ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ მედიას ამცნო და თავად მებრძოლებს არა. ეს არასწორია,“ – აღნიშნა საიბორგმა.

კიდევ ერთხელ შეგახსნებთ, რომ UFC 232-ის მთავარ მოქმედი პირი, ჯონ ჯონსი სისხლში აღმოჩენილი დოპინგის გულისთვის 18 თვიან დისკვალიფიკაციას იხდიდა. ლას ვეგაში ერთი კვირის წინ ჩაბარებულმა ანალიზმა ჯონსის სისხლში კვლავ აღმოაჩინა იმ ნივთიერების ნარჩენი, რის გამოც თავის დროზე მებრძოლი სკანდალში გაეხვა. აქედან გამომდინარე, ნევადის კომისია ჯონსისთვის ლიცენზიის მიღებას კვირის ბოლომდე ვერ შეძლებს და ბრძოლის ჩატარება მხოლოდ კალიფორნიაში გაცემული ნებართვით, სწორედ ლოს ანჯელესშია არის შესაძლებელი.