კრის პოლი პანდემიასთან დაკავშირებულ დოკუმენტურ ფილმში მიიღებს მონაწილეობას
კრის პოლი პანდემიასთან დაკავშირებულ დოკუმენტურ ფილმში მიიღებს მონაწილეობას

2020 წლის 11 მარტი სპორტის, განსაკუთრებით კი კალათბურთის გულშემატკივრებს ყოველთვის ემახსოვრებათ. ამ დღეს დადასტურდა, რომ რუდი გობერი კორონავირუსით იყო ინფიცირებული, რის გამოც ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ სეზონი გაურკვეველი დროით შეაჩერა. ამის შემდეგ დაახლოებით ერთ კვირაში მთელი პლანეტის მასშტაბით სპორტული აქტივობები შეწყდა.

2021 წელს HBO დოკუმენტური ფილმის (THE DAY SPORTS STOOD STILL) გადაღებას გეგმავს, რომელშიც მონაწილეობას კრის პოლი და ნბა-ს სხვა ვარსკვლავები მიიღებენ. კრის პოლი დოკუმენტურ კინოსურათში ისაუბრებს, თუ როგორ მოახერხა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულმა კალათბურთის ორგანიზაციამ ორლანდოში სეზონის დასრულება და ასევე თუ როგორი რთული პერიოდი გამოიარა ლიგამ მარტში.

დატოვე კომენტარი