ლეგენდარულმა ამერიკელმა კალათბურთელმა, კრის პოლმა განაცხადა, რომ მომდევნო სეზონი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) ბოლო იქნება მის სათამაშო კარიერაში.
„კიდევ რამდენი ხანი ვაპირებ თამაშს? მაქსიმუმ, ერთი წელი. ახლახან დავასრულე ჩემი მე-20 სეზონი, რაც თავისთავად ძალიან კარგია“, – განაცხადა „სან ანტონიოს“ მცველმა.
40 წლის კრის პოლი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია (2008, 2012). კარიერის განმავლობაში უთამაშია „ნიუ ორლეანში“, „კლიპერსში“, „ოკლაჰომაში“, „ჰიუსტონში“, „ფინიქსსა“ და „გოლდენ სტეიტში“.