კრის პოლი მსაჯთან დაპირისპირების გამო დააჯარიმეს [ვიდეო]
კრის პოლი მსაჯთან დაპირისპირების გამო დააჯარიმეს [ვიდეო]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერია დაძაბული მატჩით დაიწყო. „ჰიუსტონის“ გულშემატკივრები და ბევრი სხვაც მიიჩნევს, რომ პირველ შეხვედრაში მსაჯობა ადეკვატური არ იყო.

„ჰიუსტონის“ კალათბურთელების და მთავარი მწვრთნელის აზრით, არბიტრებმა „გოლდენ სტეიტის“ სასარგებლოდ არაერთი შეცდომა დაუშვეს. მატჩის ბოლოს, კრის პოლმა კლეი ტომპსონს ბურთი წაართვა, რაზეც მსაჯმა ჯარიმა დანიშნა. „როკეთსის“ გამთამაშებელს მომხდარზე მწვავე რეაქცია ჰქონდა, რის გამოც ის მოედნიდან ნაადრევად გააძევეს და როგორც შემდგომ გაირკვა, $35,000-ით დააჯარიმეს.

„ჰიუსტონისთვის“ სასიხარულო ფაქტი ის არის, რომ პოლს სერიის მეორე შეხვედრის გამოტოვება არ მოუწევს. იმ შემთხვევაში, თუ ტეხასურ გუნდს „ვორიორზის“ ტურნირიდან გამოთიშვა სურს, „ორაკლ არენაზე“ ერთი დაპირისპირება მაინც უნდა მოიგოს, რაც კრის პოლის გარეშე ძალიან რთული იქნება.