კრის პოლი „გოლდენ სტეიტში“ გადავიდა, ჯორდან პული - „ვაშინგტონში“ #1TVSPORT
კრის პოლი „გოლდენ სტეიტში“ გადავიდა, ჯორდან პული - „ვაშინგტონში“ #1TVSPORT

„ვაშინგტონმა“ და „გოლდენ სტეიტმა“ გაცვლაზე მოილაპარაკეს, რომლის შედეგადაც 38 წლის გამთამაშებელი კრის პოლი „უორიორზის“ რიგებში გადავა. სანაცვლოდ „უიზადრსი“ მიიღებს მცველებს – ჯორდან პულსა და რაიან როლინზს, აგრეთვე 2027 და 2030 წლის დრაფტზე არჩევის უფლებებს.

რამდენიმე დღის წინ პოლი „ფინიქსიდან“ „ვაშინგტონში“ გადავიდა გაცვლის შემდეგ. „სანზმა“ ვარსკვლავური მცველი ბრედლი ბილი მიიღო, „უიზარდმა“ კი – პოლი და ლენდრი შემეტი.

NBA-ის ინსაიდერმა, კრის ჰეინსმა დაწერა, რომ „გოლდენ სტეიტი“ დაიტოვებს გამოცდილ გამთამაშებელს იმ იმედით, რომ ის დაეხმარება კლუბს მომდევნო სეზონში ჩემპიონობისთვის ბრძოლაში.

მომდევნო სეზონი მე-19 იქნება კრის პოლის კარიერაში.