კრის პოლი დაბრუნდა
კრის პოლი დაბრუნდა

„ჰიუსტონის“ ძირითად გამთამაშებელს ტრავმის გამო 17 მატჩი გაუცდა. ამ დროის მანძილზე, მაიკ დანტონის გუნდი სასურველ შედეგს, ჯეიმს ჰარდენის ბრწყინვალე თამაშის წყალობით აღწევდა. ტეხასელებს „ორლანდოსთან“ მოგებულ მატჩში პოლი დაუბრუნდა, თუმცა მას მოედანზე განსაზღვრული სათამაშო დრო მიეცა.

პოლმა პარკეტზე გატარებულ არასრულ 26 წუთში 12 ქულა, 5 მოხსნა, 6 პასი და 3 ჩაჭრა დააგროვა. კვლავ შეუდარებელი იყო ჯეიმს ჰარდენი (40 ქულა, 11 მოხსნა, 6 პასი), რომელიც კარიერაში უდავოდ საუკეთესო სეზონს ატარებს. რაც შეეხება „როკეთსის“ გამთამაშებელს, მომდევნო მატჩებში პოლს, სავარაუდოდ მოედანზე მეტი დროის გატარება მოუწევს.