„კრილია სოვეტოვს“ ლორიას დავალიანების გასტუმრება მოსთხოვეს
„კრილია სოვეტოვს“ ლორიას დავალიანების გასტუმრება მოსთხოვეს

„კრილია სოვეტოვი“ თავის ყოფილ მეკარეს გიორგი ლორიას დავალიანებას გადაუხდის – ინფორმაციას ტელეგრამ-არხიმუტკო პროწივ“ (Мутко против) ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი ლორიას სასარგებლოდ მის ყოფილ კლუბს დავების პალატამ თანხის გადახდა დააკისრა. თანხა ხელფასის და საკონტრაქტო დავალიანების ჯამი გახლავთ.

სამარელებმა ლორიასთან კონტრაქტი 2018 წლის შემოდგომაზე გაწყვიტეს. ის „კრილია სოვეტოვში“ 2015 წლიდან თამაშობდა და რუსეთის პრემიერლიგასა და თასზე 40 მატჩი ჩაატარა.

„მან სარჩელი რუსეთის საფეხბურთო კავშირის საფეხბურთო დავების პალატაში შეიტანა. პალატამ კი კლუბს დავალიანების გასტუმრება ერთ კვირაში დაგვავალა. თანხის გასტუმრებას უახლოეს კვირაში ვაპირებთ“, – ამბობს „კრილია სოვეტოვის“ განვითარების დირექტორი ალექსანდრე შიკუნოვი.

დატოვე კომენტარი