„კრილია სოვეტოვის“ დირექტორი – „სპარტაკს“ ანანიძის თაობაზე შევუთანხმდით
„კრილია სოვეტოვის“ დირექტორმა ალექსანდრ შიკუნოვმა „სპორტ-ეკსპრესთან“ დაადასტუ
„მოსკოვის „სპარტაკთან“ და ჯანო ანანიძესთან პრინციპულ შეთანხმებას მივაღწიეთ „კრილიაში“ მისი გადასვლის თაობაზე. მაგრამ ჯერ დოკუმენტებზე ხელმოწერები არაა. მან 13 იანვარს სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს. იჯარა გათვლილია სეზონის ბოლომდე“ – ამბობს შიკუნოვი.
მიმდინარე სეზონში ჯანომ „სპარტაკში“ 3 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის შეძენით ჰოლანდიური კლუბი, არნემის „ვიტესი“ იყო დაინტერესებული და თავად ფეხბურთელსაც ევროპაში თამაში სურდა. მაგრამ ის რუსეთიდან არ გაუშვეს.