„კრილია სოვეტოვის“ დირექტორი - „სპარტაკს“ ​​ანანიძის თაობაზე შევუთანხმდით
„კრილია სოვეტოვის“ დირექტორი - „სპარტაკს“ ​​ანანიძის თაობაზე შევუთანხმდით

„კრილია სოვეტოვის“ დირექტორმა ალექსანდრ შიკუნოვმა „სპორტ-ეკსპრესთან“ დაადასტურა ინფორმაცია, რომ „სპარტაკის“ ნახევარმცველი ჯანო ანანიძე სამარის კლუბში იჯარით გადავა.

„მოსკოვის „სპარტაკთან“ და ჯანო ანანიძესთან პრინციპულ შეთანხმებას მივაღწიეთ „კრილიაში“ მისი გადასვლის თაობაზე. მაგრამ ჯერ დოკუმენტებზე ხელმოწერები არაა. მან 13 იანვარს სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს. იჯარა გათვლილია სეზონის ბოლომდე“ – ამბობს შიკუნოვი.

მიმდინარე სეზონში ჯანომ „სპარტაკში“ ​​3 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის შეძენით ჰოლანდიური კლუბი, არნემის „ვიტესი“ იყო დაინტერესებული და თავად ფეხბურთელსაც ევროპაში თამაში სურდა. მაგრამ ის რუსეთიდან არ გაუშვეს.