„კრემონეზეს“ მწვრთნელი - „ტორინოსთან“ ლოჩოშვილის თამაში საეჭვოა #1TVSPORT
„კრემონეზეს“ მწვრთნელი - „ტორინოსთან“ ლოჩოშვილის თამაში საეჭვოა #1TVSPORT

შესაძლოა, ლუკა ლოჩოშვილმა შაბათს „ტორინოსთან“ შეხვედრა გამოტოვოს – ამის შესახებ „კრემონეზეს“ მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კრემონეზე“ „ტორინოს“ დღეს, 27 აგვისტოს უმასპინძლებს. სხვადასხვა ვებ-გვერდების მიერ გამოქვეყნებულ სავარაუდო შემადგენლობებში თავდაპირველად ლუკა ლოჩოშვილი ეწერა, მაგრამ „კრემონეზეს“ მწვრთნელმა მედიასთან შეხვედრაზე არ დამალა, რომ „ტორინოსთან“ ქართველი მცველის თამაში მის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

„ახლა ქულები გვჭირდება. ორი შესანიშნავი თამაშის შემდეგ „რომასთან“ და „ფიორენტინასთან“, „კრემონეზეს“ სერია A-ს პირველ საშინაო მატჩში „ტორინოს“ წინააღმდეგ მოგება ესაჭიროება. მაგრამ დაცვაში გაურკვევლობაა, რადგან „რომასთან“ შეხვედრისას თავში დარტყმის გამო ლოჩოშვილის თამაში დიდ ეჭვს იწვევს“, – განაცხადა მასიმილიანო ალვინიმ.

 

შეგახსენებთ, რომ ლოჩოშვილის დებიუტი სერია A-ს მეორე ტურში ჟოზე მოურინიოს „რომასთან“ გასვლით მატჩში შედგა.