„კრემონეზეს“ მწვრთნელი - ლოჩოშვილი შემადგენლობაში დაბრუნდება #1TVSPORT
„კრემონეზეს“ მწვრთნელი - ლოჩოშვილი შემადგენლობაში დაბრუნდება #1TVSPORT

სერია B-ს მე-17 ტურში „ფერალპისალოსთან“ მატჩამდე, „კრემონეზეს“ მწვრთნელმა, ჯოვანი სტროპამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ ლუკა ლოჩოშვილი შემადგენლობაში ბრუნდება.

„მცველების უმრავლესობას ტრავმების შემდეგ რეაბილიტაცია სჭირდებათ. ასეთ ვითარებაში ვენდობი თუ არა ლოჩოშვილს? რა თქმა უნდა, ის მოედანზე აუცილებლად იქნება. ყველა თვალსაზრისით რთული მატჩი გველის, ამიტომ მეტოქისადმი დიდი პატივისცემა უნდა გამოვავლინოთ“, – განაცხადა „კრემონეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა.

სერია B-ში გამართული 16 ტურის შემდეგ „კრემონეზე“ 29 ქულით მე-5 ადგილზეა და სერია A-ში გადასვლისთვის იბრძვის – ლუკა ლოჩოშვილის გუნდი ლიდერ „პარმას“ (34) მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება. „ფერალპისალო“ (7 ქულა) ბოლო, მე-20 ადგილზეა.

ლუკა ლოჩოშვილი „კრემონეზეში“ 2022 წელს გადავიდა და ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა, მაგრამ მთავარ მწვრთნელად ჯოვანი სტროპას დანიშვნის შემდეგ სათამაშო პრაქტიკა მოაკლდა.